Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

ინგლისში კოვიდის ახალი ვარიანტით ინფიცირების 34 შემთხვევა დადასტურდა

Дата публикации: 08-09-2023 15:05:25

ლონდონის განცხადებით, ბრიტანეთში გამოვლინდა კოვიდ-19-ის სულ ცოტა, 34 შემთხვევა, რომლებიც უკავშირდება მაღალი მუტაციით გამორჩეულ კორონავირუსის ახალ ვარიანტს - BA.2.86. ინფორმაცია ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ (UKSHA) პარასკევს, 8 სექტემბერს გაავრცელა. 
ახალი ვარიანტი, რომელიც წარმომავლობით "ომიკრონის" შტოდანაა, ატარებს 35-ზე მეტ მუტაციას ვირუსის საკვანძო ნაწილებში, XBB.1.5-თან შედარებით, რომელიც წლის განმავლობაში უმეტესად  დომინანტური იყო. სწორედ ამ მუტაციების წყალობით, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ის ადვილად დაუსხლტება თავს წინა ინფექციებით და ადამიანის ორგანიზმისთვის აცრებით მინიჭებულ იმუნიტეტს.  
ახლადდადასტურებული შემთხვევებიდან, 28 ინციდენტი მარტო ერთი ადგილიდან, ნორფოლკის მოხუცებულთა სახლიდანაა. 34 ინფიცირებულიდან, ხუთი პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ჯერჯერობით მათში სიკვდილობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 
"მოდერნა" და "ფაიზერი", კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების მწარმოებელი ორი წამყვანი კომპანია, აცხადებენ, რომ ლაბორატორიაში ტესტირებისას, მათი ვაქცინები BA.2.86 ქვევარიანტის შემთხვევაშიც ძლიერი ეფექტიანობით გამოირჩევა. კომპანიებმა განცხადება ოთხშაბათს, 6 სექტემბერს გაავრცელეს. 
კორონავირუსის BA.2.86 ვარიანტი პირველად 24 ივლისში, დანიაში იპოვეს. ის ასევე დაფიქსირდა შვეიცარიაში, ისრაელში, შეერთებულ შტატებში და სამხრეთ აფრიკაში.
”აშკარაა, რომ არსებობს [ვირუსის ახალი ვარიანტის] გარკვეული ხარისხით გადაცემა ფართო საზოგადოებაში, როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ისე გლობალურად... ჩვენ ვმუშაობთ მისი სრული მასშტაბის დადგენაზე”, - თქვა რენუ ბინდრამ, ინციდენტების დირექტორმა ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოში.

Основное содержимое страницы с новостью.

This item is part of

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1მოდერნა: "კოვიდის ბოლო ვაქცინა ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია" 011.0406-09-2023
2ჯანმო ჩინეთისგან რესპირატორული დაავადების აფეთქებაზე მეტ ინფორმაციას ითხოვს012.6223-11-2023
3В Великобритании выявили новый штамм коронавируса0016-04-2021
4კოვიდის მინი-ტალღა, რისკები, თავდაცვა და ახალი ვარიანტი08.9803-09-2023
5Вуйнович: пока неизвестно о тяжести заболевания, вызываемого новым подвидом "омикрона"0003-02-2022
6ВОЗ признала, что "британский" вариант коронавируса распространяется быстрее обычного0008-01-2021
7Guardian: в Британии выявили еще один штамм коронавируса, распространившийся в 10 странах0015-02-2021
8Минздрав Бахрейна сообщил о начале вакцинации "Спутником V"0017-02-2021
9Минздрав Британии не видит оснований считать новый штамм коронавируса особо опасным0020-10-2021
10В Италии выявлен случай заражения новой вариацией коронавируса0020-12-2020

Классификация: . Схожих патентов: 0. Схожих новостей: 10. Тональность: 0. Информативность: 15.42. Источник: www.amerikiskhma.com.