საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) ექსპერტების მორიგი სამუშაო ვიზიტი განხორციელდა. სააგენტოში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ევროკონტროლის ექსპერტებმა ქართულ მხარეს გააცნეს 2025 წლის აგვისტოდან საქართველოს საჰაერო სივრცისა და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხზე მომზადებული შუალედური ანგარიშის შედეგები. საუბარი შეეხო არსებული საჰაერო მოძრაობის ნაკადების ...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) ექსპერტების მორიგი სამუშაო ვიზიტი განხორციელდა.
სააგენტოში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ევროკონტროლის ექსპერტებმა ქართულ მხარეს გააცნეს 2025 წლის აგვისტოდან საქართველოს საჰაერო სივრცისა და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის შეფასების საკითხზე მომზადებული შუალედური ანგარიშის შედეგები. საუბარი შეეხო არსებული საჰაერო მოძრაობის ნაკადების ოპტიმიზაციის, აეროპორტების ინფრასტრუქტურის, დადგენილი საოპერაციო პროცედურებისა და შესაბამის სამსახურებს შორის კოორდინაციის საკითხებს.
ვიზიტის ფარგლებში, ევროკონტროლისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. სამეთვალყურეო პუნქტებსა და აეროდრომების საოპერაციო სამსახურებში განხორციელდა საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა და ფრენის ოპერატორების დატვირთვის მონიტორინგი. საბოლოო ანგარიშის შემუშავების მიზნით, ექსპერტებმა შეისწავლეს საჰაერო მოძრაობის ნაკადების და გამტარუნარიანობის ორგანიზების უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები, ასევე გაეცნენ საჰაერო სივრცისა და ტერმინალების გამტარუნარიანობის შეფასებისთვის აუცილებელ სხვა მონაცემებს.
შეხვედრებზე ხაზი გაესვა ადამიანური ფაქტორის გავლენას გამტარუნარიანობაზე. აეროპორტების ოპერატორი კომპანიებისა და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სპეციალისტებმა ცოდნა გაიღრმავეს აეროპორტებში გამტარუნარიანობის კვლევების ჩატარებისა და მათი არსებული თუ სამომავლო შესაძლებლობების სწორი ანალიზის მიმართულებით.
ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2025 წელს საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების წესი მიიღო, რომელიც შესაბამისი ევროპული რეგულაციის ((EU) No 255/2010) მოთხოვნების მიხედვითაა შემუშავებული. რეგულაციის დანერგვის ფარგლებში, სააგენტომ ორგანიზება გაუწია არაერთ აქტივობას, რომლებიც ახალი მოთხოვნების ეფექტურ იმპლემენტაციას ისახავდა მიზნად.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | კაჭრეთის საფრენმა მოედანმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს რეგისტრაცია გაიარა | 0 | 8.41 | 03-09-2026 |
| 2 | საქართველო პარლამენტისადმი ნდობით ევროპის პირველ ათეულში შევიდა | 0 | 13.06 | 05-10-2026 |
| 3 | Грузия вошла в топ-3 стран по числу депортированных из ЕС граждан в 2026 году | 0 | 13.13 | 01-10-2026 |
| 4 | Департамент эконадзора Грузии предупредил о новой схеме фишинг-мошенничества | 0 | 16.87 | 20-08-2026 |
| 5 | В Грузии миграционный контроль поручили криминальной и патрульной полиции | 0 | 11.37 | 22-08-2026 |
| 6 | В Грузии утвердили правила проверки браков с иностранцами при подаче на ВНЖ | 0 | 11.48 | 28-08-2026 |
| 7 | Итоги ЕНЭ-2026: в госвузы Грузии поступили на 2 тыс. студентов меньше, частные нарастили набор | 0 | 13.29 | 27-08-2026 |
| 8 | КПП на границе Грузии с Россией возобновил работу, угроза стихии миновала | 0 | 12.3 | 25-09-2026 |
| 9 | Грузия шагнула к «золотому уровню» в борьбе с гепатитами: страна готовит отчет для ВОЗ | 0 | 9.73 | 14-09-2026 |
| 10 | Новые поезда появятся в метро Тбилиси до конца 2026 года | 0 | 13.97 | 27-08-2026 |