Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება

Дата публикации: 05-10-2026 18:35:00

„ჯივიპი“ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20261005/tbilisis-mosaxleobis-nawils-wkali-sheezgudeba-300982307.html

თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება

Sputnik საქართველო

„ჯივიპი“ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს 05.10.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-10-05T22:35+0400

2026-10-05T22:35+0400

2026-10-05T22:35+0400

საქართველო

gwp

თბილისი დღეს

საზოგადოება

ახალი ამბები

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24547/89/245478921_0:80:1924:1162_1920x0_80_0_0_bc43363d58ea1c867dcf46f42c1656ee.jpg

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. მთაწმინდის, კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონების მოსახლეობის ნაწილს 6 ოქტომბერს წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება, იუწყება წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP).GWP-ის ცნობით, კომპანია რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოებს ასრულებს და განახლებული ქსელების ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს. განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ბოლო გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 6 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყებენ და პარალელურად რამდენიმე მონაკვეთზე იმუშავებენ. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში განახლდა 3,6 კმ სიგრძის წყალსადენისა და 1.3 კმ სიგრძის წყალარინების ქსელი, დამონტაჟდა 71 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 9 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 12.5 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 6 ოქტომბერს 11:00 საათიდან 7 ოქტომბრის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის, კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონების მოსახლეობის ნაწილს. ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ აქ>>>„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

1920

1080

true

1920

1440

true

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24547/89/245478921_136:0:1789:1240_1920x0_80_0_0_b3d5d56b5a97e89c8cd4969c4a595c39.jpg

1920

1920

true

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

Sputnik საქართველო

საქართველო, gwp, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები

საქართველო, gwp, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები

გამოწერა

„ჯივიპი“ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. მთაწმინდის, კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონების მოსახლეობის ნაწილს 6 ოქტომბერს წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება, იუწყება წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP).

GWP-ის ცნობით, კომპანია რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოებს ასრულებს და განახლებული ქსელების ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს.

განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ბოლო გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 6 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყებენ და პარალელურად რამდენიმე მონაკვეთზე იმუშავებენ.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში განახლდა 3,6 კმ სიგრძის წყალსადენისა და 1.3 კმ სიგრძის წყალარინების ქსელი, დამონტაჟდა 71 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 9 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 12.5 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 6 ოქტომბერს 11:00 საათიდან 7 ოქტომბრის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდის, კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონების მოსახლეობის ნაწილს. ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ აქ>>>

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1რუსთველის გამზირის რეაბილიტაცია: თბილისის მერიამ კონტრაქტორი მეთერმეტედ დააჯარიმა01006-10-2026
2თბილისში საცობების განმუხტვის მიზნით გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow box მოეწყობა013.1807-10-2026
3Во Владивостоке планируют полностью восстановить подачу воды примерно к 16:0002029-09-2026
4В Избербаше заменят 470 метров водопровода на улице Абубакара010.406-10-2026
5კალაძე: დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის გამწმენდი სისტემა მოეწყობა01007-10-2026
6Под Севастополем обновляют 365-метровый водопровод08.429-09-2026
7Коммунальщики начали поэтапное восстановление водоснабжения в Волгограде08.127-09-2026
8В Тарусе отключат воду на восьми улицах08.5427-09-2026
9В части Владивостока из-за аварии отключат холодную воду017.6927-09-2026

Классификация: В стране. Схожих патентов: 0. Схожих новостей: 9. Тональность: 0. Информативность: 15.26. Источник: sputnik-georgia.com.