Вход на сайт

Просмотр новости

Найдите то, что Вас интересует

საეკლესიო კალენდარი: 5 სექტემბერი

Дата публикации: 05-10-2026 05:00:00

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 სექტემბერს მოწამე ლუპეს, მღვდელმოწამე ირინეოსის, ლიონელი ეპისკოპოსის, ღირსთა ევტიქისა და ფლორენტის, წმ. კალინიკეს, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Основное содержимое страницы с новостью.

https://sputnik-georgia.com/20261005/saeklesio-kalendari-5-seqtemberi-300965199.html

საეკლესიო კალენდარი: 5 სექტემბერი

საეკლესიო კალენდარი: 5 სექტემბერი

Sputnik საქართველო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 სექტემბერს მოწამე ლუპეს, მღვდელმოწამე ირინეოსის, ლიონელი ეპისკოპოსის, ღირსთა ევტიქისა და ფლორენტის, წმ. კალინიკეს... 05.10.2026-ს, Sputnik საქართველო

2026-10-05T09:00+0400

2026-10-05T09:00+0400

2026-10-05T09:00+0400

საქართველო

საეკლესიო კალენდარი

რელიგია

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23678/64/236786465_0:79:1000:642_1920x0_80_0_0_85068343fb01950c74576876e46bb6b6.jpg

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.წმიდა მოწამე ლუპეწმიდა მოწამე ლუპე, III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა. ნეტარი ნებით ჩაბარდა უღმრთოებს და იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს (+306 წლის შემდეგ).მღვდელმოწამე ირინეოსი, ლიონელი ეპისკოპოსიმღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი 130 წელს დაიბადა ქალაქ სმირნაში. აქვე მიიღო მან ბრწყინვალე განათლება: იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობის დროს, 202 წელს ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის მღვდელმთავარ ირინეოსს თავი მოჰკვეთეს.ღირსი ევტიქი და ფლორენტიღირსი ევტიქი და ფლორენტი ბერები იყვნენ და იტალიაში, ნურსიის ოლქში მოღვაწეობდნენ VI საუკუნეში. წმიდა ევტიქიმა თავისი ქადაგებით მრავალი მოაქცია ქრისტიანობაზე. როცა მახლობელ მონასტერში იღუმენი გარდაიცვალა, ბერებმა სწორედ მას სთხოვეს, წინამძღვრობის ჯვარი ეტვირთა. ღირსი ფლორენტი უამრავ სასწაულს აღასრულებდა: წმიდა ევტიქი კი სიცოცხლეში არ იყო ცნობილი სასწაულთქმედებით, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მის სამოსელთან კურნებები აღესრულებოდა. გვალვის დროს ამ სამოსით ხელში მოივლიდნენ ხოლმე მინდვრებს და უფალიც წვიმას გარდამოავლენდა. ღირსი ევტიქი გარდაიცვალა 540 წლის 23 მაისს, ღირსი ფლორენტი კი - 547 წლის 1 ივნისს.წმიდა კალინიკე - კონსტანტინოპოლელი პატრიარქიწმიდა კალინიკე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (693-705) თავდაპირველად ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის ხუცესი იყო. 693 წელს კი, პატრიარქ პავლეს (686-693) მიცვალების შემდეგ, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მესაჭეობა მიანდეს. ამ დროს მეფობდა სისასტიკით ცნობილი იუსტინიანე II (685-695). მალე იუსტინიანე ტახტიდან ჩამოაგდეს და გადაასახლეს ხერსონში. ტახტზე ავიდა ლეონ II. ათი წლის შემდეგ იუსტინიანე საპყრობილიდან გაიქცა, ლაშქარი შეჰყარა და კონსტანტინოპოლს მიადგა.როცა კონსტანტინოპოლში შეაღწია, წარჩინებულ მოქალაქეთა და ხალხის ხოცვა-ჟლეტა დაიწყო, იმპერატორს კი თავი მოჰკვეთა. მღვდელმთავარი კალინიკე მისი ბრძანებით შეიპყრეს, თვალები დათხარეს, ენა მოჭრეს და რომში ქვითკირის კედელში ცოცხლად ჩააშენეს. ორმოცი დღის შემდეგ კედელი ჩამოირღვა და წმიდა მამა ჯერ ისევ ცოცხალი, მაგრამ უკვე სულთმობრძავი იპოვეს. ოთხი დღის შემდეგ იგი მიიცვალა (+705).მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

საქართველო

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

2026

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

ახალი ამბები

ka_KA

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

1920

1080

true

1920

1440

true

https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23678/64/236786465_20:0:981:721_1920x0_80_0_0_a61702fad3c34fef8431eb59e11cfa59.jpg

1920

1920

true

Sputnik საქართველო

media@sputniknews.com

+74956456601

MIA „Rossiya Segodnya“

252

60

Sputnik საქართველო

საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია

საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია

გამოწერა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 სექტემბერს მოწამე ლუპეს, მღვდელმოწამე ირინეოსის, ლიონელი ეპისკოპოსის, ღირსთა ევტიქისა და ფლორენტის, წმ. კალინიკეს, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამე ლუპე

წმიდა მოწამე ლუპე, III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ერთგული მსახური იყო. იგი დაესწრო თავისი ბატონის მოწამეობრივ აღსასრულს. დიდმოწამე დიმიტრის ბეჭდით, სისხლინი სამოსლითა და წმიდანის სახელით წმიდა ლუპე თესალონიკში მრავალ სასწაულს აღასრულებდა. ნეტარი ნებით ჩაბარდა უღმრთოებს და იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს (+306 წლის შემდეგ).

მღვდელმოწამე ირინეოსი, ლიონელი ეპისკოპოსი

მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელი 130 წელს დაიბადა ქალაქ სმირნაში. აქვე მიიღო მან ბრწყინვალე განათლება: იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობის დროს, 202 წელს ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის მღვდელმთავარ ირინეოსს თავი მოჰკვეთეს.

ღირსი ევტიქი და ფლორენტი

ღირსი ევტიქი და ფლორენტი ბერები იყვნენ და იტალიაში, ნურსიის ოლქში მოღვაწეობდნენ VI საუკუნეში. წმიდა ევტიქიმა თავისი ქადაგებით მრავალი მოაქცია ქრისტიანობაზე. როცა მახლობელ მონასტერში იღუმენი გარდაიცვალა, ბერებმა სწორედ მას სთხოვეს, წინამძღვრობის ჯვარი ეტვირთა. ღირსი ფლორენტი უამრავ სასწაულს აღასრულებდა: წმიდა ევტიქი კი სიცოცხლეში არ იყო ცნობილი სასწაულთქმედებით, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მის სამოსელთან კურნებები აღესრულებოდა. გვალვის დროს ამ სამოსით ხელში მოივლიდნენ ხოლმე მინდვრებს და უფალიც წვიმას გარდამოავლენდა. ღირსი ევტიქი გარდაიცვალა 540 წლის 23 მაისს, ღირსი ფლორენტი კი - 547 წლის 1 ივნისს.

წმიდა კალინიკე - კონსტანტინოპოლელი პატრიარქი

წმიდა კალინიკე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (693-705) თავდაპირველად ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრის ხუცესი იყო. 693 წელს კი, პატრიარქ პავლეს (686-693) მიცვალების შემდეგ, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მესაჭეობა მიანდეს. ამ დროს მეფობდა სისასტიკით ცნობილი იუსტინიანე II (685-695). მალე იუსტინიანე ტახტიდან ჩამოაგდეს და გადაასახლეს ხერსონში. ტახტზე ავიდა ლეონ II. ათი წლის შემდეგ იუსტინიანე საპყრობილიდან გაიქცა, ლაშქარი შეჰყარა და კონსტანტინოპოლს მიადგა.როცა კონსტანტინოპოლში შეაღწია, წარჩინებულ მოქალაქეთა და ხალხის ხოცვა-ჟლეტა დაიწყო, იმპერატორს კი თავი მოჰკვეთა. მღვდელმთავარი კალინიკე მისი ბრძანებით შეიპყრეს, თვალები დათხარეს, ენა მოჭრეს და რომში ქვითკირის კედელში ცოცხლად ჩააშენეს. ორმოცი დღის შემდეგ კედელი ჩამოირღვა და წმიდა მამა ჯერ ისევ ცოცხალი, მაგრამ უკვე სულთმობრძავი იპოვეს. ოთხი დღის შემდეგ იგი მიიცვალა (+705).

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

Схожие новости

#Наименование новостиТональностьИнформативностьДата публикации
1საეკლესიო კალენდარი: 7 ოქტომბერი017.7907-10-2026
2საეკლესიო კალენდარი: 6 ოქტომბერი011.606-10-2026
35 октября церковь вспоминает пророка Иону, мученика Фока и чудотворца Макария013.9904-10-2026
45 октября в народном календаре — Сочи встречает день Ионы и Фоки011.8605-10-2026
5День Никиты Гусятника: что можно и что нельзя делать 28 сентября09.727-09-2026
680+ Светлые открытки с Днем Веры, Надежды и Любови: красивые картинки, гифки и православные поздравления09.4229-09-2026
727 сентября – Воздвижение Господне: красивые картинки и открытки с поздравлениями013.6727-09-2026
8День памяти святых мучениц Веры, Надежды, Любови и Софии отмечается 30 сентября08.0230-09-2026
9Волгоградцы 30 сентября отмечают память Веры, Надежды, Любови и Софии011.8830-09-2026

Классификация: . Схожих патентов: 0. Схожих новостей: 9. Тональность: 0. Информативность: 16.64. Источник: sputnik-georgia.com.