კლინიკის ექიმებმა ინსულტი გამორიცხეს
https://sputnik-georgia.com/20260717/murtaz-zodelava-klinikasi-gadaiyvanes-299694858.html
მურთაზ ზოდელავა ციხიდან „ვივამედში“ გადაიყვანეს - დეტალები
მურთაზ ზოდელავა ციხიდან „ვივამედში“ გადაიყვანეს - დეტალები
Sputnik საქართველო
კლინიკის ექიმებმა ინსულტი გამორიცხეს 17.07.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-07-17T20:53+0400
2026-07-17T20:53+0400
2026-07-18T10:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპროტესტო აქციები თბილისში
ქართული ოპოზიცია
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24073/48/240734834_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_99cb5340180e3659dca1c3315473622c.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის საქმეზე მსჯავრდებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მურთაზ ზოდელავა, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან „ვივამედის“ კლინიკაში გადაიყვანეს, იტყობინება სპეციალური პენიტენციური სამსახური.მურთაზ ზოდელავა 2025 წლის ოქტომბერში დააკავეს და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პარასკევს, 17 ივლისს, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზოდელავამ ინსულტი გადაიტანა.კლინიკაში ზოდელავას დიაგნოზი არ დაუზუსტებიათ, თუმცა განაცხადეს, რომ ის ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.„ჩვენთან იმყოფება ნამდვილად სტაციონარულ მკურნალობაზე. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ სხვა დიაგნოზის შესახებ ვერაფერს გეტყვით, იმიტომ, რომ პირადი ინფორმაციაა და გასაჯაროების უფლება არ მაქვს. შემოსულია თავბრუსხვევით, ინსულტზე არ არის საუბარი. ჩატარებული აქვს ყველა საჭირო და აუცილებელი კვლევა“, - განაცხადა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.ზოდელავა სასჯელს იხდის „პირთა ჯგუფის მიერ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობის“ მუხლით.„ვივამედში“ ამჟამად მკურნალობას გადის კიდევ ერთი ოპოზიციონერი - პარტიის „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , ქართული ოპოზიცია, ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , ქართული ოპოზიცია, ჯანდაცვა საქართველოში
20:53 17.07.2026 (განახლებულია: 10:53 18.07.2026)
კლინიკის ექიმებმა ინსულტი გამორიცხეს
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის საქმეზე მსჯავრდებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მურთაზ ზოდელავა, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან „ვივამედის“ კლინიკაში გადაიყვანეს, იტყობინება სპეციალური პენიტენციური სამსახური.
მურთაზ ზოდელავა 2025 წლის ოქტომბერში დააკავეს და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პარასკევს, 17 ივლისს, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზოდელავამ ინსულტი გადაიტანა.
„მსჯავრდებულს ინსულტი არ გადაუტანია. მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას მიერ წარმოდგენილი ჩივილების შესაბამისად, იგი გადაყვანილ იქნა კლინიკა „ვივამედში“ დიაგნოზის დასმის მიზნით. კლინიკაში ჩატარებული კვლევების შედეგად ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი გამოირიცხა. მიუხედავად მსჯავრდებულის მოთხოვნისა, რომ დაბრუნებულიყო პენიტენციურ დაწესებულებაში, იგი მოთავსებულ იქნა კლინიკაში შემდგომი დინამიკური დაკვირვების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.
კლინიკაში ზოდელავას დიაგნოზი არ დაუზუსტებიათ, თუმცა განაცხადეს, რომ ის ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„ჩვენთან იმყოფება ნამდვილად სტაციონარულ მკურნალობაზე. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ სხვა დიაგნოზის შესახებ ვერაფერს გეტყვით, იმიტომ, რომ პირადი ინფორმაციაა და გასაჯაროების უფლება არ მაქვს. შემოსულია თავბრუსხვევით, ინსულტზე არ არის საუბარი. ჩატარებული აქვს ყველა საჭირო და აუცილებელი კვლევა“, - განაცხადა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ.
ზოდელავა სასჯელს იხდის „პირთა ჯგუფის მიერ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობის“ მუხლით.
„ვივამედში“ ამჟამად მკურნალობას გადის კიდევ ერთი ოპოზიციონერი - პარტიის „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.
| # | Наименование новости | Тональность | Информативность | Дата публикации |
|---|---|---|---|---|
| 1 | Навального этапировали из "Матросской Тишины" | 0 | 0 | 25-02-2021 |
| 2 | Один из участников "Нового величия" временно прекратил голодовку | 0 | 0 | 12-10-2018 |
| 3 | Москалькова: осужденный за хранение оружия Балух отправлен к месту отбывания наказания | 0 | 0 | 19-02-2019 |
| 4 | Экс-директору института УрФУ Шурманову заменили колонию на ограничение свободы | 0 | 5 | 26-05-2026 |
| 5 | Навального перевели из больницы в колонию в Покрове | 0 | 0 | 07-06-2021 |
| 6 | Источник: из колонии по УДО освободился осужденный за госизмену экс-сотрудник ЦНИИмаш | 0 | 0 | 06-08-2020 |
| 7 | В УФСИН заявили, что Навальному в колонии объявлены выговоры за нарушения | 0 | 0 | 31-03-2021 |
| 8 | Заключенный пытался покончить с собой в СИЗО "Бутырка" в Москве | 0 | 0 | 16-01-2021 |
| 9 | Навального переведут в стационар областной больницы для осужденных | 0 | 0 | 19-04-2021 |